1.
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №87 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 09/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016212) დამტკიცებულ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კლიმატის ცვლილების სფეროში მუშაობის გამოცდილება;“.
|