თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში

დოკუმენტის ტიპი
საჯარო დაწესებულების ანგარიში
დოკუმენტის ნომერი
0
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი
2013-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-11
თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში

ანგარიში

 

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

2013 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

 მე-3 თავის დებულებების შესრულების თაობაზე

 

1. 2013 წლის განმავლობაში თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნი ს თ აობაზე შემოვიდა 74 განცხადება;  

2.   2013 წლის განმავლობაში თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა 74 მოთხოვნა; 

3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს გადაწყვეტილებ ა არ მიუღია;

4. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს აპარატის უფროსისა და საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილეების მიერ;   

5. 2013 წლის განმავლობაში თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია; 

6. 2013 წლის განმავლობაში თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს მიერ საჯარო მონაცემთა ბაზების, პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია ;

7. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს აპარატი საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია ;

             8. 2013 წლის განმავლობაში  თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 0 ლარი.    

 

კრებსითი — სრული ვერსია