„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4736
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-22
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.001.002.832
„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 10.11.2001, მუხ. 132) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-10 მუხლის:

ა) მე-4–მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარდგინებით 1 თვის ვადაში გამოსცემს ბრძანებას რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ.

8. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ ბრძანების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში შესაბამის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უნდა გაერთიანდეს არანაკლებ 100 წევრისა, წინააღმდეგ შემთხვევაში დგება რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ლიკვიდაციის საკითხი.“.

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 მაისი.

№4736–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია