საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2013 წლის ანგარიში

დოკუმენტის ტიპი
საჯარო დაწესებულების ანგარიში
დოკუმენტის ნომერი
0
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
მიღების თარიღი
2013-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-10
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2013 წლის ანგარიში

ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ე მუხლის შესაბამისად , ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2013 წლის ანგარიში :

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ წარმოდგენილი იქნა სულ 49 განცხადება . საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მოთხოვნა არ შემოსულა .

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს რეესტრის წარმოების სამსახურის უფროსი - ნინო თოდუა, რომელმაც წარმოდგენილ ყველა გან აცხადზე განახორციელა რეაგირება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე შემოსული იყო 42 განცხადება . 40 განმცხადებელს მიეწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია . ერთი მოთხოვნის შემთხვევაში , განმცხადებელს , მისივე სურვილის შესაბამისად, მიეთითა ელექტრონული ვებ-გვერდის მისამართი , სადაც შესაძლებელი იყო ინფორმაციის მოძიება. ორი მოთხოვნის შემთხვევაში, კი განმცხადებლებს უარი ეთქვათ განცხადების დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მოთხოვნილ ინფორმაციას სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა არ ფლობდა.

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მი უღია.

რაც შეეხება პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემას , აღნიშნულის შესახებ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირდა 7 განცხადება, რომელთაგან 5 განცხადებაზე განმცხადებლებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად , უარი ეთქვათ ინფორმაციის გაცემაზე, ხოლო 2 განცხადება დაკმაყოფილდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 - მე-17 მუხლების შესაბამისად.

2013 წლის საანგარიშო პერიოდში სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სატელეფონო ცენტრის ოპერატორის მიერ დაფიქსირდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები ს დარღვევის ერთი ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას გამოეცხადა შენიშვნა.

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა . შესაბამისად , არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების , მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე .

რაც შეეხება საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს, 2013 წლისათვის საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა ორმა განმცხადებელმა, სულ 8 ლარი და 10 თეთრის ოდენობით.

 

 

 

ლაშა ვერულავა

 

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის

უფროსი

კრებსითი — სრული ვერსია