სსიპ - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის წლიური ანგარიში გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საჯარო დაწესებულების ანგარიში
დოკუმენტის ნომერი
392
მიმღები ორგანო
სსიპ - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი
მიღების თარიღი
2013-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-10
სსიპ - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის წლიური ანგარიში გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ

სსიპ - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის წლიური ანგარიში გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ წლიურ ანგარიშს:

ა) 2013 წლის იანვარიდან - 201 3 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით სსიპ - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრში სულ შემოვიდა 11 (თერთმეტი) განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. არ დაფიქსირებულა არცერთი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის ან უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ.

ბ) 2013 წლის განმავლობაში სსიპ დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრში შემოსული განცხადებებიდან საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა ყველა (თერთმეტივე) შემთხვევაში. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა  სსიპ - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის - ბექა ჭულუხაძის მიერ.

გ) 2013 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით სსიპ - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის არ აწარმოებს საჯარო მონაცემთა ბაზების შექმნას. რაც შეეხება პერსონალური მონაცემების გაცემას, აღნიშნული ფაქტი დღევანდელი მდგომარეობით არ ფიქსირდება.

დ) 2013 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით სსიპ - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და  დისციპლინური სახდელის დადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ე) სსიპ - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

კრებსითი — სრული ვერსია