„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1689-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-11-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-17
სარეგისტრაციო კოდი
300010000.05.001.017235
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ. 320) მე-12 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ხმათა საკმარის რაოდენობას არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი კანდიდატი მიიღებს, ჩაითვლება, რომ თანხმობა მიეცა მათგან საუკეთესო შედეგის მქონე იმდენ კანდიდატს, რამდენი ვაკანტური თანამდებობაცაა.

     7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გამოვლენილ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და გამარჯვებული/გამარჯვებულები ხმათა ფარდობითი უმრავლესობით გამოვლინდება/გამოვლინდებიან.“.

 

       მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 ნოემბერი 2013 წ.

N1689-Iს

კრებსითი — სრული ვერსია