საქართველოში ,,ბანკირის დღის" დაწესების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2001-01-30
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.001.
საქართველოში ,,ბანკირის დღის" დაწესების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №25

2001 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოში „ბანკირის დღის“ დაწესების შესახებ

სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და ეკონომიკური რეფორ­მების ხელშეწყობისათვის ქართველი ბანკირების მიერ შეტანილი წვლილის გამო, პირველი ქართული ბანკის – „სათავადაზნაურო ბანკის“ დაარსების 125 წლისთავისა და 8 ნოემბერს მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის ილია ჭავჭავაძის დაბადების 163-ე წლის­თავთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და ბანკების ასოციაციის წინადადების გათვალისწინებით:

1. დაწესდეს საქართველოში ბანკირთა პროფესიული დღე.

2. ბანკირთა პროფესიულ დღედ გამოცხადდეს 8 ნოემბერი და მას ეწოდოს „ბანკირის დღე“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია