„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 1 აპრილის N 1-1/71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
№ 1-1/361
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-11
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.024.016306
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 1 აპრილის N 1-1/71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/361

2013 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 1 აპრილის №1-1/71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 1 აპრილის №1-1/71 ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (საარქივო საქმიანობის სპეციალისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საარქივო საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

 გ) ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ” საქართველოს კანონის, „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანებისა და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სა­მინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების ცოდნა; 

დ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში („დეს“) მუშაობის გამოცდილება;  

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.“ 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია