„საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების აღმასრულებელი ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
320
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-09
სარეგისტრაციო კოდი
480140000.10.003.017487
„საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების აღმასრულებელი ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №320

2013 წლის 9 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების აღმასრულებელი ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქარ­თველოს კა­ნო­ნის მე‑18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამ­ტკიცდეს 2013 წლის 12 ნოემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავ­რობასა და პო­ლონეთის რესპუბ­ლი­კის მთავრობას შორის საერთა­შო­რი­სო საავტო­მო­ბი­ლო მიმოსვლის შეს­ა­ხებ“ შეთანხმების აღმას­რუ­ლე­ბე­ლი ოქმი.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარ­ლა­მენტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ოქმის და­დების შე­­­­სახებ;

ბ) შეატყობინოს პოლონეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგე­ნი­ლე­ბის პირველი მუხლით გათვალისწინებული ოქმის ძალაში შესვლი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრი­დან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია