„საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
319
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-09
სარეგისტრაციო კოდი
480140000.10.003.017486
„საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №319

2013 წლის 9 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე‑18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზ­ნით, დამ­­ტკი­ც­დეს 2013 წლის 12 ნოემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავ­­რო­ბასა და პო­ლო­ნე­თის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზ­­ღ­ვაო ტრან­­ს­პორტის შესახებ“ შე­­თანხმება.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლა­მენტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შეთან­ხ­მე­­ბის და­დე­ბის შესახებ;

ბ) შეატყობინოს პოლონეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგე­ნი­ლე­ბის პირ­ველი მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების ძალაში შეს­ვ­ლი­სა­თვის აუცი­ლე­ბელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქარ­თვე­ლოს მხრიდან დას­რულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია