სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
709
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №709

2009 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასე­ბისა და ოდენობის გან­საზ­ღვრისათვის საჭირო ხარჯების (ტრანსპორტი, კვება, სასტუმროს დაქირავება და სხვ.) დასა­ფი­ნანსებლად საქარ­თვე­ლოს ფინანსთა სამინისტრომ „სა­ქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” სა­ქართველოს კანო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბული საქართველოს მთავ­რობის სა­რეზერ­ვო ფონ­დიდან გა­მოყოს 20 000 (ოცი ათა­­სი)  ლარი, მათ შორის:

ა) საჩხერის მუნიციპალიტეტისათვის – 10 000 (ათი ათა­სი) ლარი;

ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის –H10 000 (ათი ათა­სი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერ­თე­ულებში (ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამ­ტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხა­რა­გაულის, ხონის მუ­ნი­ციპალიტეტები და ქალაქი ქუთა­ისი)  სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნა­ტორმა მ. ჩოგო­ვაძემ.   

 

პრემიერ-მინისტრი                    ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია