საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
315
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2026-06-10
სარეგისტრაციო კოდი
480040030.10.003.017482
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №315

2013 წლის 5 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ

„დიპლომატიური   სამსახურის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-8   მუხ­ლის   პირველი პუნქტისა და 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვე­­­­პ­­უნ­ქტის  შესაბამისად:

მუხლი 1
დამტკიცდეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლო­მატიუ­რი წარ­მო­­მადგენლობების ნუსხა (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც აკრედი­ტე­ბუ­ლია საქარ­თველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2).
მუხლი 21
დამტკიცდეს თანდართული „იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს არარეზიდენტი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი“ (დანართი №3).

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 თებერვლის დადგენილება №84 - ვებგვერდი, 27.02.2026წ.
 

მუხლი 3
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომა­დგენ­ლო­ბის (გარდა საერთაშორისო ორგანიზაციასთან  საქართველოს  მუდმივი  წარ­მო­მადგენლობისა  და  საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართვე­ლოს წარმომადგენლობისა) ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე, შტამპზე და აბრაზე აღინიშნება საქართველოს საელჩოს არასრული დასახელება – ,,საქართველოს საელჩო“ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის განთავსების ქალაქი.
მუხლი 4
განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს საელჩოს ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე, შტამპზე და აბრაზე აღინიშნება საქართველოს საელჩოს სრული დასახელება.
მუხლი 5
საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდ­მი­ვი წარმო­მადგენლობის/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე და შტამპ­ზე აღინიშნება საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდ­მივი წარმომადგენლობის/საერთაშორისო ორგანიზა­ციასთან საქარ­თვე­­ლოს წარმომადგენლობის სრული დასახელება.
მუხლი 6
თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომად­გენ­ლობა წარმოადგენს როგორც საქართველოს საელჩოს, ასევე საერთა­შო­რისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომად­გენ­ლო­ბას/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომად­გენლო­ბას, ადგილსამყოფელ ქვეყანასთან მიმოწერისას იყენებს საქართველოს საელ­ჩოს ოფიციალურ სატიტულო ბლანკს, ხოლო საერთაშორისო ორგა­ნი­ზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენ­ლობას­თან/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლო­ბას­­თან დაკავშირებულ საკითხებზე მიმოწერისას – საერთაშორისო ორგანიზა­ციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლო­ბის/საერთაშორისო       ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენ­ლო­ბის ოფიციალურ სატიტულო ბლანკს.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი №1

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხა

1. საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართვე­ლოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამ­შრომ­ლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

2.  საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

3. საქართველოს საელჩო აშშ-ში.

4.   საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში.

5. საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში.

6. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და საქართველოს წარმომადგენლობა კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში.

7.   საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში.

8. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან.

9.   საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

10.   საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში.

11. საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში.

12.   საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში.

13.   საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან.

14. საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. მადრიდში განლაგებულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში (UNWTO).

15.   საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში.

16.   საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში.

17.   საქართველოს საელჩო თურქმენეთში.

18.   საქართველოს საელჩო იაპონიაში.

19. საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკასა და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ კომისიაში (ESCAP).

20.   საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.

21.   საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.

22.   საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში.

23. საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში და საქართვე­ლოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთა­შორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

24.   საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში.

25.   საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში.

26. საქართველოს საელჩო ლიეტუვას რესპუბლიკაში. 

27.   საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში.

28.  საქართველოს წარმომადგენლობა ნატოსთან.

29.   საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში.

30.   საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში.

31.   საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში.

32.   საქართველოს საელჩო რუმინეთში.

33.   საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში.

34.   საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

 35.    საქართველოს    საელჩო    საფრანგეთის    რესპუბლიკაში    და     საქართველოს    მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში.

36.   საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში.

37.   საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში.

38. (ამოღებულია - 26.12.2013, №374).

39.   საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში.

40. საქართველოს საელჩო უკრაინაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა სუამში.

41.  საქართველოს საელჩო უნგრეთში.

42.   საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში.

43.   საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში.

44.   საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში.

45. საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში.

46.  საქართველოს  მუდმივი  წარმომადგენლობა  ჟენევაში  გაეროს        განყოფილებებსა  და  სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

47.  საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში.

48. საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

49. საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში).

50.    საქართველოს    საელჩო    კანადაში    და    საქართველოს       მუდმივი    წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO).

51. საქართველოს საელჩო ირლანდიაში.

52. საქართველოს საელჩო სლოვენიის რესპუბლიკაში.

53. საქართველოს საელჩო ფინეთის რესპუბლიკაში.

54. საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში.

55. საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში .

56. საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში .

57. საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში.

58. საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში.

59. საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში და საქართველოს წარმომადგენლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN).

60. საქართველოს საელჩო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

61. საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში.

62. საქართველოს საელჩო მალაიზიაში.

63. საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC).

64. საქართველოს საელჩო კუბის რესპუბლიკაში.

65. საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

66. საქართველოს საელჩო ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში.

67. (ამოღებულია - 29.06.2021, №306).

68. საქართველოს საელჩო ხორვატიის რესპუბლიკაში.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №374 – ვებგვერდი, 27.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის დადგენილება №130 – ვებგვერდი, 12.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №503 - ვებგვერდი, 20.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 30.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ივნისის დადგენილება №269 - ვებგვერდი, 21.06.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 12.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №192 - ვებგვერდი, 23.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის დადგენილება №132 – ვებგვერდი, 19.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 13.01.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №514 – ვებგვერდი, 24.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივნისის დადგენილება №306 – ვებგვერდი, 30.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №563 – ვებგვერდი, 12.12.2022წ.


დანართი №2

 

 იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები

1. საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში აკრედიტებულია  ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში.

2. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკასა და გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში.

3 . საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში აკრედიტებულია ისლანდიის რესპუბლიკაში.

4. საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში აკრედიტებულია ტუნისის რესპუბლიკაში, ლიბიასა და ჩადის რესპუბლიკაში.

5. საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში აკრედიტებულია ანდორის სამთავროსა და მაროკოს სამეფოში.

6. საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ალბანეთის რესპუბლიკაში (მხოლოდ საკონსულო ფუნქციები), მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკაში, სუდანის რესპუბლიკაში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინასა (მხოლოდ საკონსულო ფუნქციები) და ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

7. საქართველოს საელჩო თურქმენეთში აკრედიტებულია ავღა­ნე­თის ისლამურ რესპუბლიკაში.

8. საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში, ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მალდივების რესპუბლიკაში.

9. საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში აკრედიტებულია ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკებში.

10. საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აკრედიტებულია პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში.

11. საქართველოს   საელჩო   იტალიის   რესპუბლიკაში   აკრედიტებულია   სან-მარინოსა   და მალტის რესპუბლიკებში.

12. საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებულია დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში,   ჰონდურასის რესპუბლიკაში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, ელ-სალვადორის რესპუბლიკასა და ბელიზში.

13.  საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში აკრედი­ტე­­­ბულია სერბეთის რესპუბლიკაში.

14.  საქართველოს  საელჩო  საფრანგეთის  რესპუბლიკაში  აკრედი­ტე­ბულია  მონაკოს სამთავროში.

15. საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში აკრედი­ტე­ბუ­ლია ტაჯიკეთის რესპუბლიკაში.

16. საქართველოს საელჩო უნგრეთში აკრედიტებულია მონტენეგროში.

17. (ამოღებულია - 15.03.2019, №132).

18. საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ყირგიზეთის რესპუბლიკასა და მონღოლეთში.

19. საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში აკრედიტებულია ლიხტენშტაინის სამთავროში.

20. (ამოღებულია - 15.03.2019, №132).

21. საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში) აკრედიტებულია მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენში.

22. საქართველოს  საელჩო  არგენტინის  რესპუბლიკაში აკრედიტებულია  ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში.

23. (ამოღებულია - 15.03.2019, №132).

24. საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოის დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებზე, ვანუატუს რესპუბლიკაში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, ტონგის სამეფოსა და პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელ სახელმწიფოში.

25. საქართველოს საელჩო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში აკრედიტებულია ჯიბუტის რესპუბლიკაში, სეიშელის რესპუბლიკაში, სომალის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კენიის რესპუბლიკაში, ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკაში, სამხრეთ სუდანის რესპუბლიკაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, უგანდის რესპუბლიკაში, რუანდის რესპუბლიკასა და ბურუნდის რესპუბლიკაში.

26. საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აკრედიტებულია მადაგასკარის რესპუბლიკაში, ზამბიის რესპუბლიკაში, მოზამბიკის რესპუბლიკაში, ზიმბაბვეს რესპუბლიკაში, ბოტსვანის რესპუბლიკაში, მავრიკის რესპუბლიკაში, ლესოტოს სამეფოში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ანგოლის რესპუბლიკაში, ნამიბიის რესპუბლიკაში, ესვატინის სამეფოსა და მალავის რესპუბლიკაში.

27. საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ფილიპინების რესპუბლიკაში.

28. საქართველოს საელჩო იაპონიაში აკრედიტებულია მარშალის კუნძულების რესპუბლიკაში, მიკრონეზიის ფედერაციულ შტატებსა და პალაუს რესპუბლიკაში.

29. საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში აკრედიტებულია ომანის სასულთნოში, ბაჰრეინის სამეფოსა და იემენის რესპუბლიკაში.

30. საქართველოს საელჩო მალაიზიაში აკრედიტებულია მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ბრუნეი დარუსალამსა და კამბოჯის სამეფოში.

31. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულია ანტიგუა და ბარბუდაში, სენტ-ლუსიაში, დომინიკის თანამეგობრობაში, სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციაში, ბაჰამის თანამეგობრობაში, ჰაიტის რესპუბლიკასა და ბარბადოსში.

32. საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში (მხოლოდ საკონსულო ფუნქციები).

33. საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში აკრედიტებულია სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

34. საქართველოს საელჩო კუბის რესპუბლიკაში აკრედიტებულია სენტ-ვინსენტი და გრენადინებში, გრენადასა და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის დადგენილება №130 – ვებგვერდი, 12.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის დადგენილება №161 – ვებგვერდი, 18.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მარტის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 07.03.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის დადგენილება №256 – ვებგვერდი, 26.03.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის დადგენილება №371 – ვებგვერდი, 11.06.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №488 – ვებგვერდი, 12.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25  ნოემბრის დადგენილება №631 – ვებგვერდი, 27.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის დადგენილება  №52 - ვებგვერდი, 12.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 11.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 30.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აპრილის დადგენილება №188 - ვებგვერდი, 28.04.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მაისის დადგენილება №196 – ვებგვერდი, 06.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 მაისის დადგენილება №213 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 13.01.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №66- ვებგვერდი, 15.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის დადგენილება №163 - ვებგვერდი, 05.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ივნისის დადგენილება №269 - ვებგვერდი, 21.06.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №385 - ვებგვერდი, 08.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №458 - ვებგვერდი, 04.10.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №528 - ვებგვერდი, 05.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 მარტის დადგენილება №127 - ვებგვერდი, 14.03.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის დადგენილება №327 - ვებგვერდი, 11.07.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №131 – ვებგვერდი, 16.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №393 - ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №497 - ვებგვერდი, 25.10.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება №29  – ვებგვერდი, 08.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის დადგენილება №132 – ვებგვერდი, 19.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №414 – ვებგვერდი, 30.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №461 - ვებგვერდი, 23.09.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №501 - ვებგვერდი, 28.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6  დეკემბრის დადგენილება №607 - ვებგვერდი, 09.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 13.01.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №749 – ვებგვერდი, 15.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის დადგენილება №10 – ვებგვერდი, 15.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მარტის დადგენილება №91 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 მარტის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 31.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 აპრილის დადგენილება №222 – ვებგვერდი, 27.04.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №563 – ვებგვერდი, 12.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 ივლისის დადგენილება №269 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 16 იანვრის დადგენილება №6 – ვებგვერდი, 20.01.2026წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 თებერვლის დადგენილება №84 - ვებგვერდი, 27.02.2026წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №145 - ვებგვერდი, 03.04.2026წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის დადგენილება №243 – ვებგვერდი, 04.06.2026წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 10 ივნისის დადგენილება №259 – ვებგვერდი, 11.06.2026წ.

დანართი №3
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 თებერვლის დადგენილება №84 - ვებგვერდი, 27.02.2026წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის დადგენილება №243 – ვებგვერდი, 04.06.2026წ.
იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს არარეზიდენტი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

1. ალბანეთის რესპუბლიკა (გარდა საკონსულო ფუნქციებისა).

2. ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა (გარდა საკონსულო ფუნქციებისა).

3. ბოსნია და ჰერცეგოვინა (გარდა საკონსულო ფუნქციებისა).


კრებსითი — სრული ვერსია