საქართველოს მთავრობის
განკარგულება №192
2008 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის №1-1/437 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე