შპს „დტს ჯგუფის” სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
702
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „დტს ჯგუფის” სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №702

2008 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „დტს ჯგუფის” სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭრებალოში, ხიდიკარსა (ბიჭაშვილების უბანი) და ღვიარაში მდ. რიონის ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრე­ვენციის სამუშაოების შესასრულებლად სასარგებლო წიაღისეუ­ლის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 (სამი) თვით გათავისუფლდეს შპს „დტს ჯგუფი“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიმ­დებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 25 000 მ3 ინერტული მასალის – ლოდნარის მოპოვების სამუშაოები მდ. ლუხუნის ხეობის ზედა ნაწილში, ბაიოსის ვულკანოგენური ქანების წყებაში შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

№

X

Y

1.

354607

4713494

2.

354636

4713480

3.

354601

4713407

4.

354572

4713421

S = 0,25 ჰა

 WGS 1984 UTM ZONE 38N

 

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია