საქართველოს მთავრობის
განკარგულება №677
2009 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გასამართავად განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში უზრუნველყოფის მიზნით სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრმა შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური