„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის” პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №129 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
676
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის” პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №129 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №676

2009 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის” პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის № 129 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედი­ტის” პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სეს­ხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის № 129 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს” ქვე­პუნქტი:

„ს) სს ,,გურჯაანი 1929~ – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 227 747 070).~;

ბ) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირველი პუნქტის „ბ” და „ს” ქვეპუნქტებით გათვა­ლის­წინებული სესხის შემთხვევაში სესხი გაიცემა 7 წლით, ყველა დანარჩენ შემთხვევაში – 5 წლით.

3. სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი პირველი პუნქტის „ა” და „ვ” ქვეპუნქტებით გათვა­ლისწინებული სესხის შემთხვევაში იქნება 9 პროცენტი, „ბ” და „ს” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სესხის შემთხვე­ვაში – 7 პროცენტი, ყველა დანარჩენ შემთხვევაში – 8 პრო­ცენტი.

4. პროცენტის დარიცხვა მოხდება სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა პირველი პუნქტის „ა” და „ვ” ქვეპუნ­ქტებით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში დაიწყება 1 წლის გასვლის შემდეგ, ყველა დანარჩენ შემთხვევაში – 2 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, პირველი პუნქტის „ა” და „ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში პირველი ერთი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდება 13 – 24 თვეებზე განაწილებით, „ბ” ქვეპუნ­ქტით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში პირველი ორი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხ­დება 25 – 36 თვეებზე განაწილებით, „ს” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში პირველი ორი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდება 25 – 84 თვეებზე განაწილებით, ყველა დანარჩენ შემთხვევაში – 25 – 60 თვეებზე განაწილებით.”.

 

პრემიერ-მინისტრი                     ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია