საქართველოს შეიარაღებული ძალების აუცილებელი საქონლით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
698
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს შეიარაღებული ძალების აუცილებელი საქონლით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №698

2008 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შეიარაღებული ძალების აუცილებელი საქონლით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი საქონლით შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად უზრუნველ­ყოფის მიზნით ნება დაერთოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, არაუმეტეს 400 000 ლარის ღირებულების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სამეურნეო საქონლის, სასადილო ინვენტარის, მედიკამენტების, რბილი ინვენტარის (საბანი ნახევრად შალის და ბალიში), პირადი შემადგენლობის თეთრეულის (წინდა ნახევრად შალის) სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია