,,ადგილობრივი თვითმმართველობის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-11
სარეგისტრაციო კოდი
010320040.35.133.016093
,,ადგილობრივი თვითმმართველობის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2013 წლის 5 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ - საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ადგილობრივი თვითმმართველობის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 ნოემბრის №13 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    ა) დადგენილებით დამტკიცებული  ადგილობრივი თვითმმართველობის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების 34-ე მუხლის მე-8 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,8. ატესტაციაზე მოხელის არასაპატიოდ გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე მიიღებს ამ დებულების 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას, ხოლო საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება კომისიის მომდევნო სხდომაზე.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ ფარტენაძე

კრებსითი — სრული ვერსია