სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
168
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №168

2008 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ასიგნებებში არსებული სახელმწიფო პროგრამის – „იაფი კრედიტის“ განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 90 250 (ოთხმოცდაათი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი          ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია