საქართველოს მთავრობის
განკარგულება №672
2008 წლის 16 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბერლინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა „მწვანე კვირეულში“ მონაწილეობის მიზნით ნება დაერთოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (ბ. კვეზერელი) შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე