საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
157
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №157

2008 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი შემდეგი კანონპროექტები:

ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 2006 წლის 9 ნოემბერი №1/352);

ბ) „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 2006 წლის 9 ნოემბერი №1/352).

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია