საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
665
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №665

2008 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენო­ბების რეაბილიტაციისათვის საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნი­ციპა­ლიტე­ტების გამგეობებს გამოუყოს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი, მათ შორის:

ა) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი;

ბ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი.

2. „სახელწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუ­შაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნ­ველ­­საყოფად მუნიციპალიტეტებმა სახელმწიფო შესყიდვები გა­ნა­ხორ­ციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების სა­შუ­ა­­ლებით.

3. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიონ სა­ქარ­­თველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გო­რის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელ­მწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ვ. ვარძელაშვილმა და საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია