დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
154
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №154

2008 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შეუფერხებელი განხორციელებისათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ნება დაერთოს საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის №144 განკარგულებით გათვალისწინებული თანხებით მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი       ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია