ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისა და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელების მიზნით სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული ასპინძა-ახალქალაქის სატყეო უბნის 2.92 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
654
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისა და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელების მიზნით სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული ასპინძა-ახალქალაქის სატყეო უბნის 2.92 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №654

2008 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისა და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელების მიზნით სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული ასპინძა-ახალქალაქის სატყეო უბნის 2.92 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ” დებულების დამტკი­ცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს შპს ,,მარაბდა-კარწახის რკინიგზის” წინადადება, საქარ­თველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 30 სექტემბრის სხდომის ოქმი №10) და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისა და რეკონ­სტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელების მიზნით სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმარ­თველოს მართვას დაქვემდებარებული ასპინძა-ახალქალაქის სატყეო უბნის (ყოფილი ახალქალაქის სატყეო) №14 კვარტალის №7 ლიტერში – 2,4 ჰა, №15 კვარტალის №23 ლიტერში – 0,52 ჰა, სულ 2,92 ჰექტარი მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისა და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელებისათვის.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონით დადგენილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია