„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
648
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №648

2008 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის № 563 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ საომარი მოქმედებების შედეგად მიყენე­ბული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებების დაფინანსების შესა­ხებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის № 563 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქ­ტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ 1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა საც­ხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისა და დაზიანებული შენო­ბების აღდგენისათვის „ საქართველოს 2008 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებსა და სსიპ – საქართველოს მუნიციპალური გან­ვითარების ფონდს გამოუყოს 117 166 450 (ას ჩვიდმეტი მილიონ ას სამოცდაექვსი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი მათ შორის:

ა) თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას –5 406 000 (ხუთი მილიონ ოთხას ექვსი ათასი) ლარი;

ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 660 750 (სამი მილიონ ექვსას სამოცი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;

გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 683 000 (ერთი მილიონ ექვსას ოთხმოცდასამი ათასი) ლარი;

დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 325 000 (სამას ოცდახუთი ათასი) ლარი;

ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 602 700 (ორი მილიონ ექვსას ორი ათას შვიდასი) ლარი;

ვ) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 885 900 (ერთი მილიონ რვაას ოთხმოცდახუთი ათას ცხრაასი) ლარი;

ზ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 541 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაერთი ათასი) ლარი;

თ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 5 700 000 (ხუთი მილიონ შვიდასი ათასი) ლაი;

ი) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 53 035 000 (ორმოცდაცამეტი მილიონ ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

კ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 752 500 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი;

ლ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

მ) კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი;

ნ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 362 000 (სამას სამოცდაორი ათასი) ლარი;

ო) თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 489 400 (ოთხას ოთხმოცდაცხრა ათას ოთხასი) ლარი;

პ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 623 200 (ექვსას ოცდასამი ათას ორასი) ლარი;

ჟ) სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს – 37 800 000 (ოცდაჩვიდმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარი. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია