ი. ღვალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
669
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ი. ღვალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №669

2009 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

ი. ღვალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე  მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

„საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინი­­ციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ”, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამ­სა­ხურის შესახებ” საქართველოს კა­ნონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამარ­თალ­დარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტა­­ნის შესახებ” და „საქართველოს მთავრობის სტრუქ­ტუ­რის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” სა­ქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” სა­ქართველოს პარლამენტის სა­კო­­მი­ტეტო და პლენარულ სხდო­მებზე მომხსენებლად და­ინიშნოს საქართველოს ფი­ნან­სთა მინისტრის მოადგილე ირაკ­ლი ღვა­ლაძე.

 

 პრემიერ-მინისტრი                                  ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია