„რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
663
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №663

2009 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის № 640 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქარ­თვე­ლოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებუ­ლი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშე­ნებ­ლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონის­ძიე­ბა­თა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის № 640 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­­ლება და დამატება:

ა) განკარგულებას დაემატოს 21 პუნქტი:

„21. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქარ­თვე­ლოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ამ განკარ­გუ­ლების მე-2 პუნქტის შესაბამისად შერჩეულმა ორგანიზა­ციებმა 2010 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ამ აქტის ფარგ­­ლებში მათზე დამაგრებული ტყეკაფების ათვისება (ხეტყის დამზადება-გამოზიდვა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამი­სად.”;

ბ) განკარგულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„4. ამ განკარგულების შესაბამისად დამზადებული 38 850მ3 წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქნის დამზადების შედეგად მიღებული საშეშე მერ­ქანი გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის რეგიო­ნა­ლურ სატყეო სამმარ­თვე­ლოებს მოსახლეობაზე მისი შემდგომი მარ­ტივი წესით გადა­ცემის მიზნით.”.

 

პრემიერ-მინისტრი                                   ნიკა გილაური 

კრებსითი — სრული ვერსია