ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
634
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №634

2008 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. მიმდინარე ხარჯებისა და ნაკისრი ვალდებულებების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გი­ლაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქარ­თველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს ჩხო­როწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას დროებითი ფინანსური დახმარება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით მიმდინარე წელს უკან დაბრუნების პირობით.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელონ სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერ­ნატორმა აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და თვიმმართველ ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ზ. გოროზიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გი­ლაური).

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ . გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია