საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №632
2008 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 16 სექტემბრის № 599 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 16 სექტემბრის № 599 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობისათვის საწოლების შესაძენად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 1 950 000 (ერთი მილიონ ცხრაასორმოცდაათი ათასი) ლარი.’’.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე