შპს „აშტრომ ინტერნეიშენალის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
629
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „აშტრომ ინტერნეიშენალის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №629

2008 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „აშტრომ ინტერნეიშენალის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გა­ცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე:

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით გათავისუფლდეს შპს „ აშტრომ ინტერნეიშენალი“ საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო რენეს მიმდებარე ტერიტო­რიაზე 300 000 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით შემ­დეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

№

X

Y

1

446596

4648696

2

446765

4648670

3

446855

4648611

4

446863

4648407

5

446551

4648522

 

 S=5.56 ჰა

 

 

2. შპს „აშტრომ ინტერნეიშენალმა “ უზრუნველყოს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზ­ღვრული პირობების შესრულება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ . გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია