საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
339
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-12-06
გამოქვეყნების თარიღი
2015-06-24
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.038.016242
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
ძალადაკარგულია (2015 წლის 1 ივლისიდან) - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24  ივნისის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 24.06.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №339

2013 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის ბრძანება №107 - ვებგვერდი, 30.05.2014 წ.


„საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის ბრძანება №107 - ვებგვერდი, 30.05.2014 წ.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი



დანართი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის ბრძანება №107 - ვებგვერდი, 30.05.2014 წ.

 


მუხლი 1
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების  ან სამართლის  დარგებში);

ბ) უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს;

გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;

დ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხოენის ცოდნას);

ზ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს პატიმრობის კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი III - ინფორმაციის თავისუფლება);

ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება;

ი) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №136 ბრძანება;

კ) ევროპული ციხის წესები;

ლ) ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ;

მ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ნ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;

ო) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;

პ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“).

ჟ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

რ) „გაერთინებული ერების ორგანიზაციის წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ“ (ბანგკოკის წესები).

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის ბრძანება №107 - ვებგვერდი, 30.05.2014 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის 2014 წლის 9 ივნისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 09.06.2014 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 28.01.2015 წ.

მუხლი 2
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების  ან სამართლის  დარგებში);

ბ) უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს;

გ) მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;

დ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხოენის ცოდნას);

ზ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს პატიმრობის კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი III - ინფორმაციის თავისუფლება);

ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება;

ი) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №136 ბრძანება;

კ) ევროპული ციხის წესები;

ლ) ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ;

მ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ნ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;

ო) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;

პ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“).

ჟ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

რ) გაერთინებული ერების ორგანიზაციის წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ (ბანგკოკის წესები).

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის ბრძანება №107 - ვებგვერდი, 30.05.2014 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის 2014 წლის 9 ივნისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 09.06.2014 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 28.01.2015 წ.

მუხლი 3
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების  ან სამართლის  დარგებში);

ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხოენის ცოდნას);

ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს პატიმრობის კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;

ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება;

თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №136 ბრძანება;

ი) ევროპული ციხის წესები;

კ) ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ;

ლ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

მ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;

ნ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;

ო) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“).

პ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

ჟ) „გაერთინებული ერების ორგანიზაციის წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ“ (ბანგკოკის წესები).

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის ბრძანება №107 - ვებგვერდი, 30.05.2014 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის 2014 წლის 9 ივნისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 09.06.2014 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 28.01.2015 წ.

მუხლი 4
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების  ან სამართლის  დარგებში);

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხოენის ცოდნას);

ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში  მონაწილეობა (სასურველია).

2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (თავი II);

ბ) საქართველოს პატიმრობის კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;

ე) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება;

ვ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №136 ბრძანება;

ზ) ევროპული ციხის წესები;

თ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ი) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;

კ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;

ლ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“).

მ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

ნ) „გაერთინებული ერების ორგანიზაციის წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ“ (ბანგკოკის წესები).

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის ბრძანება №107 - ვებგვერდი, 30.05.2014 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის 2014 წლის 9 ივნისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 09.06.2014 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 28.01.2015 წ.

მუხლი 5
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების  ან სამართლის  დარგებში);

ბ) სამუშაო გამოცდილება ან გავლილი აქვს სტაჟირება (სასურველია);

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხოენის ცოდნას);

ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (თავი II);

ბ) საქართველოს პატიმრობის კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;

ე) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება;

ვ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №136 ბრძანება;

ზ) ევროპული ციხის წესები;

თ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ი) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;

კ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;

ლ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“).

მ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

ნ) „გაერთინებული ერების ორგანიზაციის წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ“ (ბანგკოკის წესები).

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის ბრძანება №107 - ვებგვერდი, 30.05.2014 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის 2014 წლის 9 ივნისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 09.06.2014 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 28.01.2015 წ.


კრებსითი — სრული ვერსია