საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
626
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №626

2008 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

,,საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად საქარ­თველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი შემდეგი კანონპროექტები:

ა) ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­ლებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 13.03.07.№ 1/318);     

ბ) ,,საბაჟო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (საქართველოს პარლა­მენტში წარდგენის თარიღია: 26.10.07.№ 1/297);

გ) ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკ­რებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­ლებების შეტანის თაობაზე” (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 13.11.07.№ 1/1442);

დ) ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ” (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 10.01.08.№ 1/1);         

ე) ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 17.01.07.№ 1/6).

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია