„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4703
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-04-27
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-17
სარეგისტრაციო კოდი
120.260.040.05.001.002.812
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც 2004 წლის 24 დეკემბრამდე გაიარეს სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი, მიენიჭოთ რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხონ სამხედრო ძალების რეზერვში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 27 აპრილი.

№4703–Iს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია