„ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ძველი დავალიანებისაგან გათავისუფლების ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
614
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ძველი დავალიანებისაგან გათავისუფლების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №614

2008 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ძველი დავალიანებისაგან გათავისუფლების ღონისძიებათა შესახებ

2006 წლის 29 დეკემბერს „ ენგურის ჰიდროელექტრო­სად­გურის რეაბილიტაციის პროექტთან “ დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (შემდგომში – ბანკი) და შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტრო­სის­ტე­მას “ (როგორც შპს „ ელექ­ტრო­დისპეჩერიზაცია _ 2000-ის “ სამართალმემკვიდრე) შორის გა­­­­ფორ­მებული „ შეწყვეტის შესა­ხებ ხელშეკრულების “ საფუძ­ველზე შპს `საქართველოს სა­ხელმწიფო ელექტრო­სის­ტე­მა “ ბანკის წინაშე გათავი­სუფლდა 2001 წლის 21 დეკემბერს განახლებული სასესხო ხელშეკ­რულების ფარგლებში გამოყოფილი 38.750.000 აშშ დოლარის სესხის მომსახურების ვალდებულებისაგან, რის გამოც იგი ბანკსა და საქართველოს შორის გაფორმებული მეორე განახ­ლებული სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული დაფინან­სების სქე­მაში არ მონაწილეობს, ამიტომ საჭიროა შპს „ საქარ­თველოს სახელმწიფო ელექტრო­სის­ტე­მა “ გათავი­სუფლდეს ასევე „ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბი­ლი­ტაციის პრო­ექტთან “ დაკავშირებული ძველი დავა­ლია­ნებისაგან. აღ­ნიშ­ნული დავალიანება შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტრო­სის­ტე­მას “ წარმოექმნა „ ენგუ­რის ჰიდროელექტროსა­დგუ­რის პროექტთან და­კავ­შირებით “ საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს „ ელექტროდის­პეტჩერიზაცია-2000-სა “ (რომ­ლის სამართალ­მემ­კვი­დ­­რეს წარ­მოად­გენს შპს `საქართველოს სახელმწიფო ელექ­ტროსისტემა “ ) და შპს „ ენგურჰესს “ შორის 2002 წლის 30 ივლისს ხელმო­წერილი სახელმწიფო გარანტიის საფუძველზე მიღებული კრედიტის დაფარვის უზრუნველ­ყოფის შესახებ ხელშეკ­რულების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომი­კუ­რი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს „ ელექ­ტრო­დის­პეტჩერიზაცია-2000-სა~ და შპს „ ენგურჰესს “ შორის 2002 წლის 30 ივლისს ხელმოწერილი სახელმწიფო გარანტიის სა­ფუძ­ველზე მიღებული კრედიტის დაფარვის უზრუნველ­ყო­ფის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა;

ბ) შპს „ ელექ­ტრო­დის­პეტჩერიზაცია-2000-სა “ და შპს „ ენ­გურჰესს “ შორის 2002 წლის 25 იანვარს გაფორმებული „ შეს­წორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულების “ შეწყვეტა;

გ) ამ პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტში აღნიშნული ხელშეკრულე­ბის ფარგლებში შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტრო­სის­ტე­მის “ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი წარ­მოქმ­ნილი დავალიანების მომსახურების ვალდებულება დაეკისროს შპს „ ენგურჰესს “ , ამ უკანასკნელსა და საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს შორის შესაბამისი ხელშეკ­რულების გა­ფორ­მების საფუძველზე.

2. პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტში აღნიშნული ხელ­შეკ­რულე­ბის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრო­სადმი წარ­მოქმნილი დავალიანების თანხის ზუსტი ოდე­ნობა ფი­ნანს­თა სამინისტრომ დაიანგარიშოს საქართველოს ფინანს­თა სამინისტრო­სა და შპს „ ენგურჰესს “ შორის გასა­ფორმე­ბელი ხელშეკრუ­ლე­ბის ხელ­მოწერის თარიღისათვის.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და საქართველოს ეკო­ნომიკური განვითარების მინისტრმა                                   ე. შარაშიძემ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია