,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს №520 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
612
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს №520 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №612

2008 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს № 520 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს № 520 გან­კარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირ­ველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 1. 2008 წლის სექტემბერში საქართველოში დაგეგმილი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომის გამართვის უზრუნ­ველყოფისა და სტუმრების მიღებასთან დაკავშირებული სხვა­დასხვა ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქარ­თველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 123 000 (ასოცდასამი ათასი) ლარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრის აპარატს, 322 660 (სამას ოცდაორი ათას ექვსას სამოცი) ლარი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, 282 798 (ორას ოთხმოცდაორი ათას შვიდას ოთხმოცდათვრამეტი) ლა­რი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და 28 400 (ოცდარვა ათას ოთხასი) ლარი – საქართველოს კულ­ტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ . გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია