საქართველოს მთავრობის
განკარგულება №629
2009 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და მისი თანმხლები დელეგაციისათვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებებისათვის (წარმომადგენლობებისათვის) განსაზღვრული ასიგნებებიდან მიმართოს 3 050 (სამი ათას ორმოცდაათი) ევროს ეკვივალენტი ლარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და მისი თანმხლები დელეგაციისათვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაქირავებასთან დაკავშირე-ბული ხარჯების ასანაზღაურებლად.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური