|
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016675) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ ქვეპუნქტი:
,,ი1) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტით უზრუნველყოფა;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|