ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მდინარე ბეღლორას გამორეცხილ ხიდზე პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
611
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-08-14
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მდინარე ბეღლორას გამორეცხილ ხიდზე პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №611

2009 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მდინარე ბეღლორას გამორეცხილ ხიდზე პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მდინარე ბეღლორას გამორეცხილ ხიდზე პრევენ­ცი­ულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით:

  1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინ­ფრას­­ტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყე­ბო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2009 წელს უზრუნველყოს ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მდი­ნარე ბეღ­ლორას გამორეცხილ ხიდზე პრევენციული ღო­ნის­ძიებების განხორციელება.

  2. აღნიშნულ ღონისძიებათა დროულად შესრულების მიზ­ნით პარა­ლელურ რეჟიმში ჩატარდეს საპროექტო და აღ­დგენითი სამუშაოები. აღდგენითი სამუშაოების სახელ­მწი­ფო შესყიდვა განხორცი­ელდეს ერთ პირთან მოლაპარა­კების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ სა­­­­ქარ­თველოს კანო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვე­პუნ­­ქტის შესაბამისად.

  3. აღნიშნული სამუშაოები დაფინანსდეს „საქართვე­ლოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქარ­თველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენ­ტი­სათვის „გზების მოვლა-შენახვის ხარჯების “ მუხ­ლით (ორ­გა­ნიზაციული კოდი – 25 03 01 02) განსაზ­ღვრული ასიგ­ნებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                          ნიკა გილაური

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია