სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
595
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-08-14
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №595

2009 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შე­სახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამ­ტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სა­მინის­ტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 28 ივლისის № 15/889 წე­რი­ლი) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ძირი­თადი (განუსხვისებელი) ქო­ნე­­­ბის სა­ხით, სახელმწიფო სა­კუთ­რე­ბაში არსებული უძრავი ქონების – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში მდებარე ყოფილი საკ­რებულოს ადმინისტრაციული შენო­ბა-ნაგებობისა (გაშე­ნე­ბის ფართობი 214.6 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 574 კვ.მ არა­სა­სოფ­ლო-სამეურნეო დანიშ­ნუ­ლების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძ­რავი ქონების) სარეგის­ტ­რაციო № 461003558) გადა­ცემის შე­სახებ.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტ­რომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორცი­ე­ლოს კანონმდებლობით გათვალისწინე­ბუ­ლი ღო­ნის­ძიებები.

 

    პრემიერ-მინისტრი         ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია