ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
121
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-13
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №121

2008  წლის  13 მარტი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის რეა­ბი­ლიტაციისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საქარ­­თველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქარ­თველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარე­ზერვო ფონდიდან ნინოწმინდის მუნიცი­პალიტეტის გამგეობას გამოუყოს 60 000 (სამოცი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორცი­ელონ სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ადიგე­ნის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტო­რიულ ერთეულებში გ. ხაჩიძემ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).

პრემიერ-მინისტრი                ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია