სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნების საზღვრებში შემავალი ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
120
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-13
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნების საზღვრებში შემავალი ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №120

2008 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნების საზღვრებში შემავალი ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის შესახებ

1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტო­რიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „სა­ხელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორი­ცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცე­ბის თაო­ბაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთისა და ბაგების სატყეო უბნების საზღვრებში შემავალი ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის თაობაზე საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკო­მენდაცია (კომისიის 2008 წლის 4 იანვრის სხდომის ოქმი №1) და საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის სხდომის №2 ოქმის შესაბამისად (საკითხი XXVI) სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნების მიწებიდან ამოირიცხოს კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული შემდეგი ფართო­ბები:

ა) სარეგისტრაციო №011409007027., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – ვაკე-კოდი 14., კვარტალი №09., ნაკვეთი №07/027., ფართობი – 6000.00 მ2; მესაკუთრე – ზვიად გველესიანი;

ბ) სარეგისტრაციო №01140908104., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – ვაკე-კოდი 14., კვარტალი №09., ნაკვეთი №08/104., ფართობი – 1000.00 მ2; მესაკუთრე – ავთანდილ ჩიტიშვილი;

გ) სარეგისტრაციო №011408011019., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – ვაკე-კოდი 14., კვარტალი №08., ნაკვეთი №11/019., ფართობი – 5000.00 მ2; მესაკუთრე – გია გურული;

დ) სარეგისტრაციო №01200110188., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – წყნეთი-კოდი 20., კვარტალი №01., ნაკვეთი №10/188., ფართობი – 1000.00 მ2; მესაკუთრე – მაყვალა ასიტაშვილი;

ე) სარეგისტრაციო №01200110166., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – წყნეთი-კოდი 20., კვარტალი №01., ნაკვეთი №10/166., ფართობი – 1000.00 მ2; მესაკუთრე – დავით ახვლედიანი;

ვ) სარეგისტრაციო №01200110165., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – წყნეთი-კოდი 20., კვარტალი №01., ნაკვეთი №10/165., ფართობი – 1000.00 მ2; მესაკუთრე – ლიანა ყიფიანი.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ (ზ. გამცემლიძე) განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყოს სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტა კანონით დადგენილი წესით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია