ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ადლიაში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
580
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-08-05
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ადლიაში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №580

2009 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ადლიაში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ

 1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ადლიაში დის­­­ლოცი­რე­ბულ სამხედრო ნაწილთან მისასვლელი საავტო­მო­ბილო გზის რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს რეგიო­ნული განვითა­რებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქ­ვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს სა­ავ­ტომობილო გზე­ბის დეპარტამენტმა 2009-2010 წლებ­ში უზ­რუნ­­ველ­ყოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ად­ლია­ში დის­­ლო­ცირებულ სამხედრო ნა­წილ­თან მისასვლელი საავტომობილო გზის დაპროექტება და რეაბილიტაცია.

2. აღნიშნული სამუშაოების დაფინანსება გან­ხორ­ცი­ელ­დეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენ­ტი­სა­თ­ვის 2009-2010 წლებში შესაბამისი სახელმწიფო ბიუჯე­ტით გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის გამოყო­ფილ ასიგ­ნე­ბათა ფარგლებში.    

 

 პრემიერ-მინისტრი     ნიკა გილაური

      

 

კრებსითი — სრული ვერსია