საქართველოს მთავრობის
განკარგულება №5 6 9
2009 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის „ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის” ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს `საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის (ორგანიზაციული კოდი – 35 18 02 05) „ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის” ფარგლებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური