საქართველოს მთავრობის
განკარგულება №103
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
„ იაკობ გოგებაშვილი – საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში რიგი სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მინიჭების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით „ იაკობ გოგებაშვილი – საჯარო სკოლების რეაბილიტაცია “ პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ( „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის საბიუჯეტო ორგანიზაციული კოდი 32 14 01 01) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ რიგი სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. „ იაკობ გოგებაშვილი – საჯარო სკოლების რეაბილიტაცია “ პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამით განსაზღვრული ( „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის საბიუჯეტო ორგანიზაციული კოდი 32 14 01 01) თანხებით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს:
ა) ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და სარეაბილიტაციო სამუშაოებისა;
ბ) ქალაქ ქუთაისის №3 საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და სარეაბილიტაციო სამუშაოებისა;
გ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და სამშენებლო სამუშაოებისა;
დ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მე-2 საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და სარეაბილიტაციო სამუშაოებისა;
ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ფოლადიანთკარში საჯარო სკოლისათვის შენობა-ნაგებობათა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და სარეაბილიტაციო სამუშაოებისა.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ განკარგულებით გათვალისწინებული ერთ პირთან მოლაპარაკების წესით ხელშეკრულება გააფორმოს მიმდინარე წლის 5 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე