საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 96
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ ზ “ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ “ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 10.01.08., № 1/1).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ . გურგენიძე