საქართველოს მთავრობის
განკარგულება №556
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 მაისის № 347 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 მაისის № 347 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) № 7 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადიგენის მუნიციპალიტეტს – 332 898 (სამას ოცდათორმეტი ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი:
ა) დაბა ადიგენის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) სოფელ უდის № 1 და № 2 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია;
გ) სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) სოფელ ფხეროს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ვ) სოფელ ქვემო ენთელის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ზ) დაბა აბასთუმანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
თ) წახანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ი) გომაროს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. “ ;
ბ) № 7 დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. ახალციხის მუნიციპალიტეტს – 565 505 (ხუთას სამოცდახუთი ათას ხუთას ხუთი) ლარი:
ა) ქ. ვალის № 4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) სოფელ ურაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) ქ. ახალციხის № 5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) სოფელ ღრელის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ვ) სოფელ წყრუთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. “ .
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური