საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ „ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველყოფის ღონისძიებების“ პროგრამის დაფინანსების ფარგლებში სასტუმრო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1598
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-11-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016241
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ „ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველყოფის ღონისძიებების“ პროგრამის დაფინანსების ფარგლებში სასტუმრო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1598

2013 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროს  მიერ „ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველყოფის ღონისძიებების“ პროგრამის დაფინანსების ფარგლებში სასტუმრო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული  შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1.„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2013 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ „ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველყოფის ღონის­ძიებების“ (ორგანიზაციული კოდი – 38 01 02) პროგრამის დაფინანსების ფარგლებში, ექსპერტების სასტუმრო მომსახურების შესყიდვა განახორციელოს  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2.ექსპერტთა საცხოვრებელი ფართის დაქირავებისას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მომსახურების შესყიდვა განახორციელოს არაუმეტეს საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებისა.

პრემიერ‑მინისტრი                                                         ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია