სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
553
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №553

2009 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შე­სახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამ­ტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სა­მი­ნის­ტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 15 ივლისის № 15/826 წე­რი­ლი) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ძირი­თადი (განუსხვისებელი) ქო­ნე­­­ბის სა­ხით, სახელმწიფო სა­კუთ­რებაში არსებული შემდეგი უძრა­ვი ქონების გადაცემის შესახებ:

ა) ქ. წა­ლენ­ჯი­ხაში, კ. სალიას ქუ­ჩაზე მდებარე კომი­სა­რიატის შენობა (გაშენების ფართობი – 220 კვ.მ, № 2 – ავ­ტო­ფარეხი – 112 კვ.მ, № 3 – 3.6 კვ.მ; მი­წის ფართობი 983 კვ.მ; მიწის (უძ­რავი ქონების) სარე­გისტრაციო № 471101182);

       ბ) ქ. წა­ლენ­ჯი­ხაში, თა­მარ მეფის ქუჩაზე მდებარე სა­ხანძროს მთავარი კორპუსი (გაშენების ფართობი – 296.4 კვ.მ, ავტოფარეხი – 148.6 კვ.მ, ავ­­ზი – 28.3 კვ.მ; მიწის ფართო­­ბი 2511 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № 471101181);

გ) ქ. წა­ლენ­ჯი­ხაში, სალიას ქუჩაზე მდებარე ქ. წა­ლენ­ჯი­ხის ცენტრალური ბაღი (მიწის ფართობი 9224 კვ.მ, მიწის (უძრავი ქო­ნე­ბის) სარეგისტრაციო № 471101174);

დ) ქ. წა­ლენ­ჯი­ხაში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სკვე­რი (მიწის ფართობი 1128 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) სა­რეგისტრაციო № 471101175);

ე) ქ. წა­ლენ­ჯი­ხაში, თამარ მეფის ქუ­ჩაზე მდებარე პარ­კი (მი­წის ფარ­­თობი 11453 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) სა­რეგისტრაციო № 471101180);

ვ) წა­ლენ­ჯი­ხაში, ლიის თემში მდებარე სკვერი (მი­წის ფართობი 959.4 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) სა­რე­გისტრაციო № 470206033);

ზ) წა­ლენ­ჯი­ხაში, ლიის თემში მდებარე სკვერი (მიწის ფართობი 1138 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) სარეგი­სტ­რაციო № 470207037).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტ­რომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორცი­ე­ლოს კანონმდებლობით გათვალისწინე­ბუ­ლი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                    ნიკა გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია