„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №370 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1593
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-11-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016236
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №370 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1593

2013 წლის 27 ნოემბერი    

ქ. თბილისი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №370 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისადб „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის № 370 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ბულვარის ცენტრალური პარკის, საველოსიპედო ბილიკების მოწყობისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების, შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS “-ის ფუნქციონირებისა და ანაკლია-განმუხურის ახალი სანაპირო ბულვარის ტერიტორიაზე კაფე-რესტორნის მეტალოკონსტრუქციული რესტორნის ნაწილის ბირთვის ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS “-ს გადაურიცხოს 12 500 000 (თორმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                             ი. ღარიბაშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია