საქართველოს მთავრობის
განკარგულება №550
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. № 140ა/ პასტერის ქ. № 7-ში მდებარე № 1, № 2 და № 3 შენობა-ნაგებობები (საერთო ფართობით 2678 კვ.მ) და მათზე დამაგრებული 852 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის № 15/831 წერილი) თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში, ადმინისტრაციული ერთეულების განთავსების მიზნით, ძირითადი ქონების სახით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. № 140ა/პასტერის ქ. № 7-ში მდებარე № 1, № 2 და № 3 შენობა-ნაგებობების (საერთო ფართობით 2678 კვ.მ) და მათზე დამაგრებული 852 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01.13.08.009.041) გადაცემის შესახებ.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური